თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების სათათბირო საბჭოს რიგით მე-4 შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ისაუბრეს წლევანდელ მოსავალზე და პროცესზე. კონკრეტულად კი მხარეებმა, მიმდინარე წლის თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი საპროგნოზო მაჩვენებლები, ექსპორტის სტატისტიკა და თხილის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს.