ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა გენდერულ თანასწორობაზე ანგარიში წარადგინა.
ანგარიშზე 11 ქვეყნის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფი მუშაობდა, რომელსაც თინათინ ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდა. გენდერული თანასწორობის ანგარიში საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთგვარი გზამკვლევია, რომელიც აგებულია „იბიუს“ წევრი ქვეყნების რეალურ მაგალითებზე და მათ მოუწოდებს ამ მიმართულებით დაიწყონ საკუთარი ორგანიზაციების მონაცემების გადახედვა და იმოქმედონ გენდერული ბალანსის მისაღწევად.