მსოფლიოს ერთ-ერთი შედევრი საქართველოშია.
დამოუკიდებლობიდან 100-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის თბილისში ტიციანის „ღვთისმშობელი ყრმით” ჩამოიტანეს. უნიკალური ტილო ხვალიდან ეროვნულ გალერეაში იქნება წარმოდგენილი.
მხატვრის მიერ 1560-იან წლებში შექმნილი ნამუშევარი 1916 წელს კერძო კოლექციიდან ვენეციის აკადემიის გალერეაში გადაიტანეს და მას შემდეგ იქ არის დაცული.
წლის განმავლობაში ქართველ დამთვალიერებელს ქართულ საგამოფენო სივრცეში კიდევ არაერთი მსოფლიო შედევრის ნახვის საშუალება ექნება.