ესეების კონკურსი ბიბლიოთეკარებისთვის

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საპრეზიდენტოს კამპანიის “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – პირველი რესპუბლიკის 100 წელი” ფარგლებში, საქართველოში მოქმედი ბიბლიოთეკარებისათვის ესეების კონკურსი გაიმართება.

პრეზიდენტია ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკარებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმათავად მიაწოდა წყალტუბოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და, სადაც ბიბლიოთეკების გაძლიერებასთან დაკავშირებით სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.