მზადება დამოუკიდებლობის 100 წლისთავისთვის

მზადება ისტორიული თარიღის მასშტაბური აღნიშვნისთვის.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება.

ერთი თვით ადრე პირველი არხი სადღესასწაულო პროგრამის ციკლს იწყებს.

ისტორიული მოვლენები, მიღწევები, 1918 წლის 26 მაისის მთავარი გმირები – დღეიდან ჩვენს ეთერში გავა სპეციალური გადაცემები და მიკრობლოგები, რომლებიც ქვეყნის ბოლო 100-წლიან ისტორიას გაგახსენებთ.