თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის პირველი სამუშაო დღე

თიანეთის მერის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს თამაზ მეჭიაურს. ის ადმინისტრაციის შენობაში უკვე გამოცხადდა,  საკუთარ ამომრჩეველს შეხვდა და  სამომავლო გეგმები გააცნო.

მეჭიაური ადმინისტრაციულ ორგანოში რეორგანიზაციას გეგმავს. ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც არჩევნების პირველივე ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა, თიანეთია.

თამაზ მეჭიაურმა გამარჯვება ერთი ხმის უპირატესობით მოიპოვა. მან ქართული ოცნების კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი დაამარცხა.