საქალაქო სასამართლო თიანეთის მერობის კანდიდატის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

დღეს გახდება ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მმართველის გუნდის თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის სარჩელთან დაკავშირებით.

ქიტესაშვილი თიანეთში მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის ჩატარებას ითხოვს. ამ მოთხოვნით სახელისუფლებო კანდიდატმა ჯერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, თუმცა, მისი მოთხოვნა კომისიამ არ დააკმაყოფილა.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ლელა ქიტესაშვილთან და ცესკო-ს წარმომადგენელთან ერთად, მესამე პირს თამაზ მეჭიაურსაც მოუსმინა.

სახელისუფლებო კანდიდატის განცხადებით, მისი სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს 13.00 საათზე გამოაცხადებს.