ყველა ერთისთვის,– ამ სახელწოდებით აქციას თეთრი ხმაურის მოძრაობა დღეს პარლამენტთან გამართავს.
მთავარი მოთხოვნა გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებაა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ საპატიმრო ბექა წიქარიშვილმაც დატოვოს.
მოძრაობის წევრები აპირებენ პეტიციით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს მსახიობი გიორგანაშვილი. მათი თქმით, ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.
მოძრაობის წევრებმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია გამართეს.