უსინათლოთა საერთაშორისო დღეს ქვეყანა სიახლით ხვდება.
მხედველობის პრობლემის მქონე პირებს მათზე ინდივიდუალურად მორგებული თეთრი ხელჯოხები ურიგდებათ. გადაადგილებისთვის საჭირო ატრიბუტში ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება
წლების განმავლობაში შშმ პირების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. გამოიყოფა სპეციალისტიც, რომელიც უსინათლოებს მათ გამოყენებასა და ათვისებაში დაეხმარება. რაც შეეხება გამოწვევებს, ძირითად პრობლემად ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა სახელდება.