ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.
გამოკითხვები სავარაუდოდ დღეს განახლდება. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსოფლიოში და ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ცალსახაა, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი მკვლელობის მცდელობისა და მომზადების ადრესატი. „ქართული ოცნება“ დანაშაულებრივი სცენარის მთავარ ავტორად რადიკალურ ოპოზიციას ასახელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანად მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე საქმეზე, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს, მოწმის სტატუსით უკვე 20-ზე მეტი პირია გამოკითხული.