ტერორიზმის საქმეზე დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიება

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს ედავებიან. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. სუსი-ს ინფორმაციით, საქმეში მტკიცებულებად დევს დაკავებულთა სახლებიდან ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალები, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები და ატრიბუტიკა „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში, ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა.