სამოქალაქო ომის საფრთხე რადიკალური ისლამის გაძლიერების ფონზე – საფრანგეთში მოქმედი და თადარიგის სამხედროები ქვეყნის მთავრობას მიმართავენ.
წერილში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ექსტრემიზმის გაძლიერება ეროვნულ უსაფრთხოებას და ქვეყნის ღირებულებებს საფრთხეს უქმნის, რის გამოც დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. ფრანგი სამხედროები ქვეყნის პრეზიდენტს და მთავრობას მოუწოდებენ, საფრთხეების წინაშე დანაშაულებრივი დუმილი დაასრულონ. წერილის გამოქვეყნება საფრანგეთში უკვე შეფასდა გადატრიალების მცდელობად. ქვეყნის მთავრობა მოქმედი სამხედროების პასუხისმგებლობის დაყენებას და რადიკალური ისლამიზმის წინააღმდეგ კანონმდებლობის გაძლიერებას გეგმავს.