ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭრაში ბრალდებული ზურაბ იდოიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს. სავარაუდოდ, მედიისთვის სხდომა დახურული იქნება.
ზურაბ იდოიძის დაკავება ქალაქ ახმეტაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სოფელ ომალოს მკვიდრმა, ზურაბ იდოიძემ ქალაქ ხოფაში მყოფი აჰმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები საქართველო-თურქეთის საზღვრის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე მიიყვანა, რის შემდეგაც ჯგუფი საქართველოში აღმოჩნდა.
ადვოკატისგან ცნობით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც გულისხმობს ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას და სასჯელის ზომად 17-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.