სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამ წუთებში სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.

ზურაბ იდოიძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იდოიძეს კავშირი ჰქონდა ახმეტ ჩატაევთან და სწორედ ის დაეხმარა მას საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთაში. მისი ადვოკატის ინფორმაციით, იდოიძე დუმილის უფლებას იტოვებს.

თეონა ხუბულავა თემის დეტალებით.