21 სექტემბერს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრი თელავში მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ბაზაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო. მისი განცხადებით, ტერიტორიული რეზერვი ეროვნული გვარდიის პრიორიტეტული მიმართულებაა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ღონისძიების ფარგლებში, მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაც გაიმართა. მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცეპოლკოვნიკმა დავით ღუღუნიშვილმა ბრიგადის ახალ მეთაურს, ვიცეპოლკოვნიკ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს ქვედანაყოფის დროშა საზეიმოდ გადასცა. ამასთან, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საშტატო იარაღებით, სამკერდე ნიშნებით, მადლობის სიგელებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.