ფილიპინების ქალაქ მარავიში კათოლიკურ მესის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 42 პირი. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარს შურისძიების მიზნით მოწყობილ ტერორისტულ აქტად განიხილავს და სავარაუდო თავდამსხმელად ერთ-ერთ ისლამისტურ დაჯგუფებას მოიაზრებს, რომლის წევრებს და პოლიციას შორის, ორი დღით ადრე შეტაკება მოხდა. დაპირისპირების დროს დაჯგუფების 11 წევრი დაიღუპა. მომხდარი დაგმო ქვეყნის პრეზიდენტმა.