ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ქობულეთში

ქობულეთში, ტექსტილის საწარმოს მასშტაბური რეინვესტირება ხორციელდება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონი ლარით გაიზრდება და დამატებით 500-მდე ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საწარმოს გაფართოება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ქვეყანაში და რეგიონში ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. შპს „აჭარა ტექსტილი“ 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს და წლების განმავლობაში საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს.