ტექნოლოგიური ფესტივალი

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტექნოლოგიური ფესტივალი გაიმართა. მისი მიზანი ტექნოლოგიებში, ინოვაციებსა და საბუნებისმეტყველო საგნებში ქალების ჩართულობაა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ფოტოგრაფიის, ანიმაციის, სოციალურ ქსელებზე დაფუძნებული ბიზნესების მასტერკლასები. სტარტაპერებისთვის გაიმართა კონსულტაციებიც.