„ექსპო ჯორჯიას” პავილიონში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. წელს პირველად, გამოფენას კვების მრეწველობის დარგის მსხვილი დისტრიბუტორები ეწვივნენ. გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა გახსნეს. წარმოდგენილი იყო სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა. გამოფენაზე დასწრება 19 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი.