ქართული სტენდი საერთაშორისო გამოფენაზე

12:30, 20.09.2024

საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი იყო წარმოდგენილი. ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. Foodex Saudi ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს ის მეთერთმეტედ ჩატარდა და მასში 50-მდე ქვეყანამ და 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი