ტექდათვალიერების გარეშე მოძრავი ავტომობილების მძღოლებისთვის ჯარიმები შესაძლოა გამკაცრდეს.
მიზეზი ბოლო პერიოდში ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. როგორც ირკვევა მძღოლები ავტომობილების ტექდათვალიერებას ერთჯერად ჯარიმას ამჯობინებენ და შედეგად ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებით მოძრაობენ. სტატისტიკური მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი, სწორედ ტრანსპორტის გაუმართაობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ პარლამენტში უკვე მზადდება ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, თუ ერთჯერადად დაჯარიმებული მძღოლი 30 დღის ვადაში ტექინსპექტირების ცენტრს არ მიმართავს, 150 ლარით დაჯარიმდება. ცვლილებები ძალაში სავარაუდოდ წლის ბოლოდან შევა.