საქართველო უპირობო ლიდერია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის კუთხით – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში გამოყენებული იქნა აღნიშნული დაავადების საწინააღმდეგო რევოლუციური მედიკამენტები, რამაც განსაზღვრა მეტწილად პროგრამის წარმატებულობა. აღნიშნულმა პროგრამამ 81 000 ცე ჰეპატიტის დიაგნოზის მქონე ადამიანი განკურნება შეძლო საქართველოში. ცერცვაძის შეფასებითვე, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა არის როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ მედიცინაში ისტორიული მოვლენა. აღსანიშნავია, რომ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვეყანაში 2015 წელს დაიწყო და აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტების 99% სრულად იკურნება. პროგრამა 2025 წელს სრულდება.