მსახიობ თენგიზ არჩვაძეს დღეს დაკრძალავენ. დილიდან დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მეგობრები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები მსახიობს უკანასკნელ გზაზე აცილებენ.
თენგიზ არჩვაძეს 14 საათზე, დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.