თენგიზ არჩვაძე

21:59, 31.10.2023

თეატრის სცენაზე გატარებული ათეული წლები და კინოეკრანზე შექმნილი გამორჩეული პერსონაჟები – მომდევნო რეპორტაჟში კინოსა და თეატრში თენგიზ არჩვაძის მიერ განვლილ გზას გავიხსენებთ და პირველი არხის ოქროს ფონდში დაცულ უნიკალურ ჩანაწერებსაც გაჩვენებთ. მათ შორისაა პირველი არხის გადაცემა „თეთრ ფარდაში“ ჩაწერილი ინტერვიუც. იყო სახალხო არტისტი, მინიჭებული ჰქონდა ხელოვნების ქურუმის წოდება, ფლობდა არაერთ ჯილდოს. პირველ სპექტაკლში ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტმა ითამაშა, პირველი კინოროლი კი „ფატიმაში“ ერგო. თითოეულ როლში ცხოვრების ნაწილი თუ არ ჩადე, ისე არაფერი გამოვა, – ამბობდა ლეგენდარული მსახიობი, რომელმაც საკუთარი შემოქმედებით, ნიჭით, შესრულების უნიკალური მანერით და პიროვნული თვისებებით საზოგადოების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.

მსგავსი