თენგიზ არჩვაძე - ხელოვნების ქურუმი

მუშნი ზარანდიას როლი იყო ერთადერთი მის კინოპერსონაჟებს შორის, რომლის გამოც, საკუთარ იმიჯში რადიკალური ცვლილებები შეიტანა და სიარულის მანერაც კი შეცვალა.

გამორჩეული გარეგნობის მქონე მსახიობს 65-წლიან შემოქმედებით ბიოგრაფიაში ასამდე კინო და თეატრალური სახე აქვს შექმნილი.

პოპულარობა გარდამავალია, სახელი კი – ნაღდი. როცა აღარ ხარ და შენს დაუხმარებლად იზრდება შენი სახელი, აი, ამას ვცემ პატივს. და კიდევ – პროფესიონალიზმს ვეპყრობი პატივით – ამბობს თენგიზ არჩვაძე ერთ-ერთ ინტერვიუში. საქართველოს სახალხო არტისტს ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა.