თენგიზ არჩვაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა, მეგობრებმა და მისი შემოქმედების გულშემატკივრებმა ტაშით გააცილეს. თენგიზ არჩვაძის ხსოვნას პატივი მიაგეს პრემიერმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარლამენტის წევრებმა, პრეზიდენტმა. თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა, შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი სახე. 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო და 46 კინოროლი აქვს შესრულებული. 1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი. არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.