თემირლან მაჩალიკაშვილი სამკურნალოდ, შესაძლოა, თურქეთში გადაიყვანონ.
კლინიკასთან მოლაპარაკება დასრულებულია. საავადმყოფო მაჩალიკაშვილის ოჯახმა შეარჩია. კონსილიუმი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე შეთანხმდა, თუმცა, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, რის გამოც მოლაპარაკებებს ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა კლინიკებთან აწარმოებდა.