ტელეკომპანია „პოსტივის“ განცხადება

ტელეკომპანია „პოსტივის“ თანამშრომლებმა ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, ბოლო დღეებია საზოგადოება თვალს ადევნებს ცრუ ბრალდებებს და მიზანმიმართულ, ორგანიზებულ კამპანიას ტელეკომპანიის, მისი დამფუძნებლისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. მათი განცხადებით, არხის თანამშრომლების დაბულინგების, გაჩუმებისა და უთანხმოების შემოტანის ნებისმიერი მცდელობა კრახისთვისაა განწირული.