ყოფილი სახალხო დამცველის მწვავე ანგარიში 7 ნოემბრის აქციასა და „ტელეიმედის“ საქმეზე. სოზარ სუბარი სასამართლოს დღეს ჩვენებას მისცემს. დაგეგმილია ბადრი პატარკაციშვილის ყოფილ ბიზნესპარტნიორ ირაკლი რუხაძის და კომპანიის იურისტის დაკითხვაც.
„ტელეიმედში შეჭრის“, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს და გიგი უგულავას. მათ ბრალდების მხარე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.