ტელეკომპანია „იმედის“ საქმე

რა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ 7 ნოემბერს დარბეული აქციის წევრებს და რა დაინტერესება ქონდათ ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს „ტელეიმედთან“ დაკავშირებით. ამ საკითხებზე ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სასამართლოში ბრალდების მოწმეებმა ისაუბრეს.

„ტელეიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის შვილმა განაცხადა, რომ გოგი ჯაოშვილსა და მის ოჯახზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ასევე ღამის საათებში ჯაოშვილი წაიყვანეს ფინანსურ პოლიციაში და „ტელეიმედის“ წილები გადააფორმებინეს.

ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან „ტელეიმედის“ საკითხით დაინტერესებაზე ისაუბრა მოწმე ლევან ძნელაძემაც, რომელიც „იმედი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი იყო.

რაც შეეხება 7 ნოემბრის აქციის დარბევის დროს დაზარალებულებს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები აცხადებენ, რომ პირებს რომელთა საქმეებიც ექსპერტიზამ განიხილა, აღენიშნებოდათ მოტეხილობები, ასევე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები.