7 ნოემბრისა და „ტელეიმედის“ საქმეზე სოზარ სუბარი და ირაკლი რუხაძე დაიკითხებიან 
7 ნოემბრისა და „ტელეიმედის“ საქმეზე სოზარ სუბარი და ირაკლი რუხაძე დაიკითხებიან 

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე სასამართლო განხილვა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე დაკითხავენ ყოფილ სახალხო დამცველ სოზარ სუბარს, ასევე ბადრი პატარკაციშვილის ყოფილ ბიზნესპარტნიორს, ირაკლი რუხაძეს.  დაგეგმილია პატარკაციშვილის ერთ-ერთი კომპანიის იურისტის დაკითხვაც.

სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი ირაკლი რუხაძემ. მისი თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გაშუქების შემდეგ, შეიქმნა ფართომასშტაბიანი პრობლემები.

“ეს არ იყო მხოლოდ ერთი კომპანიის გარშემო. ჩვენ კომპანიებში ერთდროულად შევიდნენ სხვადასხვა წარმომადგენლები სახელმწიფოსი. ჩვენი ჯგუფის წინააღმდეგ ერთდროულად აღეგზნო თბილისის მერია, თავდაცვის სამინისტრო, შსს, ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი და კიდევ სხვა უწყება.  ჩვენ ჩამოგვართვეს ბევრი აქტივი. გავაგრძელეთ ჩივილი საზღვარგარეთ. როცა უკვე გასაგები იყო, რომ მთავრობა წააგებდა ამ საქმეს,  ჩვენ მოგველაპარაკნენ. ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო, ყველა ეს უწყება მოემართა ჩვენს წინააღმდეგ, იყო მიხეილ სააკაშვილი. მოვითხოვეთ, მიხეილ სააკაშვილს პირადად მოეწერა ხელი ჩვენს შეთანხმებაზე, რაც მან გააკეთა. კეზერაშვილი, უგულავა, შარაშიძე, ბენდუქიძე მიკავშირდებოდნენ, ითხოვდნენ აქტივების გადაფორმებას, იმედზე უარის თქმას. მაგალითად, მეუბნებოდნენ,  “ბორჯომი” მიყიდე დავით იაკობაშვილს 15 მილიონ დოლარად, რომელშიც 80 მილიონი გვქონდა გადახდილი. რასაც უნოდათ, იმას აკეთებდნენ”,-აღნიშან ირაკლი რუხაძემ.

ტელეიმედში შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიგი უგულავას. მათ ბრალდების მხარე უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.