თეიმურაზ კუპატაძე: არსებობს ინფორმაცია, რომ აქციაზე #ნუმომკლავ პროვოკაციები იგეგმება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პროვოკაციები იგეგმება.
როგორც თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის ფორმით, შესაძლოა, მოხდეს რაიმე პროვოკაცია.