დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი

გურჯაანის სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით ის პირები დაიკითხებიან, რომელებიც გამოძიების მასალების შესაბამისად არიან საქმესთან დაკავშირებული.

წინასასამართლო სხდომებზე მოსამართლემ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის გამო, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა დავით კირკიტაძის საქმის მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. კირკიტაძემ დასაკითხთა სიაში მაღალჩინოსანი პოლიციელების – შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის შეყვანაც მოითხოვა.