პირველი არხის ჟურნალისტს აქციის ორგანიზატორებთან მისვლის საშუალება არ მისცეს [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე აქცია „ნუ მომკლავ“ მიმდინარეობს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მედიის წარმომადგენლებს აქციის ორგანიზატორებთან მისვლის საშუალება არ ეძლევათ.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, აქციის ორგანიზატორებთან, რომლებიც სცენის უკანა პერიმეტრზე იმყოფებიან, გასაუბრების საშუალება მხოლოდ „რუსთავი 2“-ს აქვს.

პირველი არხის კითხვაზე, რატომ არ აქვთ საშუალება იქ შესვლის, სადაც შვილმოკლული მამები იმყოფებიან, პასუხად დუმილი მიიღეს.