თეა წულუკიანი სიმონ მორდუს შეხვდა

ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა და ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად.

მინისტრის თქმით, უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.  თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად არსებული პრობლემების დაძლევა შესაძლებელი გახდება და საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს შეინარჩუნებს.