იუსტიციის მინისტრმა დღეს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი. მისი თქმით, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, სახელმწიფო ტენდერს არ გამოაცხადებდა. კონსორციუმი ტენდერში გამარჯვებულია და ეს ნიშნავს იმას, რომ აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლომდე კონსორციუმი სოლიდურ დასავლურ ინვესტიციებს მოიზიდავს.