თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ერთ-ერთი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.
„ჯიდიჯის“ დირექტორის განცხადებით, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა კომპანიამ გასულ წელს აიღო. პროექტის თანახმად, სასტუმრო ტერასებად არის დაყოფილი და ყველაზე მაღალი ნაწილი რვასართულიანი უნდა იყოს.
ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის მიზეზების დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს.
კლდის ჩამონგრევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.