თბილისში მოქმედი კლუბების დამფუძნებლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

თავისუფლების მოედანზე, თბილისში მოქმედი კლუბების დამფუძნებლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი განცხადებით, 27 მაისს ევროპის მოედანზე დაანონსებული აქცია აღარ გაიმართება და პროტესტი კლუბებში გადაინაცვლებს.

ორგანიზატორების თქმით, რეივ-აქცია დედაქალაქში  3 სხვადასხვა საკლუბო სცენაზე არაერთი არტისტის მონაწილეობით გაიმართება. ღონისძიება ონლაინრეჟიმში იქნება ნაჩვენები. კლუბებში დასწრება კი თავისუფალი იქნება.