საახალწლო სამზადისი

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება – დედაქალაქი საახალწლო გალაკონცერტისთვის ემზადება. სამ სხვადასხვა სცენაზე მრავალფეროვანი, ორსაათიანი მუსიკალური პროგრამა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყება. ღონისძიება ევროპის მოედანზე გაიმართება. გენერალური რეპეტიცია კონცერტის მონაწილეებმა უკვე გაიარეს.

კესო ქაფიანიძე იმყოფება ევროპის მოედანზე, მზადაა თუ არა ყველაფერი?