რა გახდა ლაგუნა ვერესთან მომხდარი, გახმაურებული სისხლიანი გარჩევის მიზეზი? – როგორც ირკვევა, საქმე ბიზნესწილების გადანაწილებას ეხება. თუმცა, მხარეები ერთმანეთს მოლაპარაკების დაწყებამდე დაუპირისპირდნენ, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაიჭრა.
რატომ ვერ მოასწრეს შეკრებილებმა კონკრეტულ პრობლემაზე საუბარი და რას ჰყვებიან გარჩევაში მონაწილე პირები, – ბრალდებულების ჩვენებები, ვიდეო და ფოტომასალები, ბელა ზაქაიძემ მოიპოვა. დეტალები რეზონანსული საქმის მასალებიდან ნახეთ რეპორტაჟში.