პაბლო პიკასოს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა 30 წლის მამაკაცი აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებულმა პირმა, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მცხოვრებს, მისივე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. თავის მხრივ, ბრალდებულმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრა 45 წლის მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი, შემთხვევის ადგილი დატოვა და სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.