თბილისში უკვე მესამე დღეა დაკარგულ პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. დღეს ოჯახის წევრები კუს ტბის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მოხალისეებთან ერთად სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთნენ. ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ მეხანძრე მაშველები, რომლებიც დრონებით და შესაბამისი აღჭურვილობით მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქრება გახელაძის კვალი, რასაც სატელეფონო სიხშირის ჩანაწერებიც ადასტურებს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების კადრების ნაწილი. ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ გიორგი გახელაძე ბოლოს, ვაკის პარკის წინ აფთიაქში და ქსელურ მაღაზიაში შევიდა. მიმდინარეობს მასალების მოკვლევა. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.