შოვში, სტიქიის ზონაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძებნის ოპერაცია

შოვში, სტიქიის ზონაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძებნის ოპერაცია. შოვში მეხანძრე-მაშველები, თავდაცვის ძალები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი მუშაობს. დაღუპულთა და დაკარგულთა შესახებ ინფორმაცია ექვსი საათისთვის არ განახლებულა. გარდაცვლილია 18 ადამიანი და 20-მდე მოქალაქეს ჯერ ისევ ეძებენ. დროებითი ხიდების საშუალებით დამხმარე ძალა მიწით დაფარულ ტერიტორიაზე, აქამდე მიუღწეველ მონაკვეთებამდე მისვლას ცდილობს. მიმდინარეობს შემოვლითი გზების მოწყობის სამუშაოები.

შალვა სუმბაძეს ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში, რომელიც ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.