თბილისში უკვე მეხუთე დღეა დაკარგულ პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ოჯახის წევრები და ახლობლები მოხალისეებთან ერთად, სამძებრო ღონისძიებაში დღეს 12 საათიდან, თბილისის სხვადასხვა უბანსა და ლოკაციებზე ჩაერთნენ. ძებნის ოპერაციაში მონაწილეობს სამაშველო ჯგუფი, რომელიც კოჯორში უძოს მხარეს და ბულბულების ჭალაში მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ გიორგი გახელაძე ბოლოს ვაკის პარკის წინ, აფთიაქში და ქსელურ მაღაზიაში შევიდა. მიმდინარეობს მასალების მოკვლევა. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.