თბილისში მამაკაცი დაჭრეს, ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა ფიროსმანის #6 ნომერთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის წინ გამოსულ მამაკაცს, სავარაუდოდ, მიმავალი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ესროლეს. გაქცევის დროს ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე კი პოლიცია მუშაობს. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ ჯიპი შეეჯახა და გაიქცა, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, იმავე მანქანიდან ისროლეს თუ არა.