12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეწვევა. ჯოზეფ ბორელი თბილისში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ჩამოვა. პოლიტიკურ სპექტრში რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, როგორც მთავრობისთვის, ისე ოპოზიციისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა გზავნილებით ესტუმრება ჟოზეფ ბორელი საქართველოს.
რა ეტაპზეა ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე? ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ბუნებრივია, პრიორიტეტების შესრულებისა და მათ იმპლემენტაციის პროცესს გაეცნობა.
მაღალი დონის ვიზიტი და ოფიციალური თბილისის მოლოდინი – ნახეთ ანა ბროლაძის რეპორტაჟში.