თბილისში ინტერნეტმმართველობის ფორუმი დასრულდა

თბილისში ინტერნეტმმართველობის ფორუმი დასრულდა.

კონფერენციის დასკვნით დღეს, სხვადასხვა პლატფორმაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომელიც ინტერნეტტექნოლოგიების განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა.

ადამიანის უფლებების დაცვა ონლაინ სივრცეში, მათ შორის ბავშვთა თუ საავტორო უფლებები ინტერნეტში, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ეკონომიკა, კიბერუსაფრთხოება, გამოხატვის თავისუფლება, – ამ საკითხებზე დისკუსიაში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრებიც ჩაერთნენ, მათ შორის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის  დირექტორი, გიორგი გვიმრაძე, რომელმაც ფორუმზე რელიგიური გრძნობების კონტექსტში გამოხატვის თავისუფლებაზე ისაუბრა.