თბილისში ინტერნეტმმართველობის ფორუმი გრძელდება.
კონფერენციის დასკვნით დღეს, სხვადასხვა პლატფორმაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომელიც ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი, ინტერნეტის განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა.
ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ეკონომიკა, საავტორო და ბავშვთა უფლებების დაცვა, კიბერუსაფრთხოება, გამოხატვის თავისუფლება – ამ საკითხებზე დისკუსიაში დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრებიც ჩაერთნენ, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე, რომელმაც ფორუმზე რელიგიური გრძნობების კონტექსტში გამოხატვის თავისუფლებაზე ისაუბრა.