ტექნოპარკში ​ინტერნეტმმართველობის საკითხებზე YothDIG 2018 იმართება
ტექნოპარკში ​ინტერნეტმმართველობის საკითხებზე YothDIG 2018 იმართება

ტექნოპარკში ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის, EuroDIG 2018-ის ფარგლებში YothDIG 2018 იმართება.

ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა დელეგატები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ და გამართავენ დისკუსიებს ინტერნეტმმართველობის ძირითად საკითხებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ქართული სტარტაპები:

Influence Georgia – მარკეტინგის კომპანია, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს და აკავშირებს მათ კომპანიებთან;

WIFISHER – სარეკლამო პლატფორმა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს სპეციფიკურ ადგილებში განათავსონ რეკლამა WiFi-ს ჩართვამდე რამდენიმე წამით ადრე;

Phage Nutraceuticals – კომპანია ნატურალური და უსაფრთხო ბაქტერიოფაგული ტექნოლოგიის გამოყენებით აწარმოებს სრულიად განსხვავებულ, ჯანსაღ, დიეტურ საკვებ დანამატებს;

QuickCash – ფინანსური შეფასების ინოვაციური პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომელიც ბიზნესს საშუალებას მისცემს, საკუთარ პორტფოლიოზე დაყრდნობით მარტივად შეიტყოს, თუ რომელი ფინანსური ინსტიტუტისგან რა ოდენობის თანხის სესხება შეუძლია და რა პირობებით. QuickCash-ი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს (ახალი ქართული კომპანიების 96%) გაუმარტივებს წვდომას სამუშაო კაპიტალზე.

„ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტმმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია.

ამ რანგის და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. ამასთან, EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტსაზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.