თბილისში გიგა ბათიაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

ისნის რაიონში გიგა ბათიაშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივის შემდეგ მიიღო. ღონისძიებას გიგა ბათიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას, საკრებულოს თავმჯდომარემ ცნობილი არქიტექტორის მოღვაწეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ღვაწლი ფასდაუდებელია.